იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, მსჯელობენ გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობიდან მოხსნის თაობაზე, თუმცა „ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თანამდებობა დატოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ. ორივე მათგანისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ძმები ფეიქრიშვილების ოჯახი ითხოვდა..