დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა. სხდომაზე საკუთარი პოზიცია მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა წარადგინეს. მათივე შეფასებით, სარჩელში არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც პარტიის სისტემურ დანაშაულებში მონაწილეობას დაადასტურებდა. მათი თქმით, წარსულში შესაძლო დანაშაულებზე პასუხისმგებლობა კონკრეტულ პირებს უნდა დაკისრებოდათ და არა მთლიანად პოლიტიკურ ორგანიზაციას.