ოპოზიციურმა ალიანსმა კამპანია „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ დაიწყო. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ალიანსის წევრები მხარდამჭერთა მობილიზებასა და საპროტესტო აქტივობების გააქტიურებას გეგმავენ. კამპანიის კულმინაცია 28 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი მასშტაბური აქცია იქნება.