თბილისი მასპინძლობს საერთაშორისო ფინანსურ სამიტს, რომელზეც განხილვის მთავარი თემა რეგიონული ეკონომიკური დერეფნების განვითარებაა. ღონისძიების მონაწილეები პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების ურთიერთკავშირს, საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, სამიტი ფინანსური სერვისების განვითარებასა და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.