ევროკავშირი საქართველოში 38 მილიონ ევროს გამოყოფს - ვინ ისარგებლებს დაფინანსებით - Palitra News

ევროკავშირი საქართველოში 38 მილიონ ევროს გამოყოფს - ვინ ისარგებლებს დაფინანსებით

2026-10-27 20:45:22+04:00

ევროკავშირმა საქართველოში ადგილობრივი თემების მხარდასაჭერად 38 მილიონი ევროს დაფინანსების ახალი პაკეტი გამოყო. ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის, ნიკოლას სენდროვიჩის განცხადებით, დახმარებით ისარგებლებენ ფერმერები, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, სოფლად მცხოვრებლები, ქალები და გოგონები, ასევე საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები. პროგრამა პროფესიული უნარების განვითარებასა და დასაქმების შესაძლებლობების შექმნასაც ითვალისწინებს.