საბოტაჟის ბრალდებები და ოპოზიციის პასუხი - ხმაურიანი სხდომა პარლამენტში - Palitra News

საბოტაჟის ბრალდებები და ოპოზიციის პასუხი - ხმაურიანი სხდომა პარლამენტში

2026-10-27 20:48:03+04:00

პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. გიორგი შარაშიძემ მმართველ გუნდს ჰკითხა, რატომ ითხოვს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვას. მოგვიანებით კი ვიკა ფილფანმა ლევან მაჭავარიანის ბრალდებებს უპასუხა და განმარტა, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული საფრთხეების გამო მიიღეს. მაჭავარიანი კი ოპოზიციას საბოტაჟის მცდელობაში ადანაშაულებდა. ირაკლი კირცხალიამ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესიც შეაფასა და სარჩელის დაკმაყოფილებას საქართველოს გამარჯვება უწოდა.