საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 11:00 საათზე განახლდება. პროცესი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებებით გაგრძელდება. წინა სხდომაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სარჩელი პოლიტიკურ მანიპულაციად შეაფასა და განაცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნების შედეგების არაღიარებას, კრიტიკასა და წარსულში ჩადენილ დანაშაულებს პარტიების აკრძალვის საფუძვლად იყენებს. ანა წითლიძის შეფასებით, მოსარჩელე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომებს არასწორად განმარტავს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ პარტიების აკრძალვის მოთხოვნა მათ პოლიტიკურ თანამშრომლობას არ უკავშირდება.