ოპოზიციური ალიანსი კამპანიის „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ ფარგლებში მხარდამჭერთა მობილიზებას აგრძელებს - Palitra News

ოპოზიციური ალიანსი კამპანიის „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ ფარგლებში მხარდამჭერთა მობილიზებას აგრძელებს

2026-10-28 09:57:25+04:00

ოპოზიციური ალიანსი კამპანიის „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ ფარგლებში მხარდამჭერთა მობილიზებას აგრძელებს. კამპანიის მთავარი ღონისძიება 28 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი მასშტაბური აქცია იქნება, თუმცა პროტესტის ფორმაზე ოპოზიციაში ერთიანი პოზიცია არ არსებობს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აქციას არ უერთდება, თუმცა აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში პარლამენტს დატოვებს.