ევროკავშირმა საქართველოში ადგილობრივი თემების დასახმარებლად 38 მილიონი ევროს დაფინანსების პაკეტი გამოყო. თანხა ფერმერების, მცირე და საშუალო ბიზნესის, სოფლად მცხოვრებლების, ქალებისა და გოგონების, ასევე საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების მხარდაჭერას მოხმარდება. პროგრამა პროფესიული უნარების განვითარებასა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებასაც ითვალისწინებს. ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოში ბრიუსელთან ურთიერთობების შესაძლო გადატვირთვის შესახებ დისკუსიის ფონზე მიიღეს. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ანტიდასავლურმა პოლიტიკამ ქვეყანა ევროპელ პარტნიორებს დააშორა. მმართველი გუნდის პოზიცია ამ საკითხზე განსხვავებულია.