გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე აღნიშნეს - Palitra News

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე აღნიშნეს

2026-10-28 09:59:14+04:00

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე აღნიშნეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ, პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და მომავალი თაობების აღზრდაში მათ როლზე ისაუბრა. ღონისძიებაზე მასწავლებლები და ინსტრუქტორები სამხედრო განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და სამსახურისთვის დააჯილდოვეს. ინგლისური ენის პედაგოგს, ფიქრია ცერცვაძეს, უწყებრივი მედალი „გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი“ გადაეცა. ცერემონიის ფარგლებში კადეტთა შემოქმედებითმა ჯგუფმა ლიტერატურული კომპოზიცია წარადგინა. სტუმრებმა სასწავლებლის ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაათვალიერეს.