ისრაელის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ვერცერთი პოლიტიკური ბლოკი მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობას ვერ აგროვებს - Palitra News

ისრაელის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ვერცერთი პოლიტიკური ბლოკი მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობას ვერ აგროვებს

2026-10-28 09:59:41+04:00

ისრაელის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ვერცერთი პოლიტიკური ბლოკი მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობას ვერ აგროვებს. ხმების 35.6%-ის დათვლის შემდეგ, ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდამჭერ ბლოკს ქნესეთში 59 მანდატი, მის მოწინააღმდეგეებს კი 46 მანდატი ერგებათ. ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ 29 ადგილს, ხოლო მისი მთავარი კონკურენტის, გადი აიზენკოტის პარტია „იაშარი“ 20 მანდატს მოიპოვებს. მთავრობის ფორმირებისთვის 61 მანდატია საჭირო. არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 77.7% შეადგინა.