ლევან ბეჟაშვილი - ავტოკრატიულ მმართველთან დაპირისპირება მოითხოვს ერთიანობას, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის წევრია, სამოქალაქო აქტივისტია, NGO-ში მუშაობს თუ ა.შ. - უნდა ვიყოთ ერთიანი ორგანიზმი - Palitra News

ლევან ბეჟაშვილი - ავტოკრატიულ მმართველთან დაპირისპირება მოითხოვს ერთიანობას, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის წევრია, სამოქალაქო აქტივისტია, NGO-ში მუშაობს თუ ა.შ. - უნდა ვიყოთ ერთიანი ორგანიზმი

2026-10-28 15:24:24+04:00

ხალხის დაპირისპირება ოლიგარქიულ რეჟიმთან და ავტოკრატიულ მმართველთან მოითხოვს ერთიანობას. არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის წევრია, სამოქალაქო აქტივისტი არის, NGO-ში მუშაობს თუ ასე შემდეგ - დავრჩეთ ხალხი როგორც ერთიანი ორგანიზმი და ამ ხალხის სახელით ვებრძოლოთ ამ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, რომელსაც ავტოკრატი მმართველი ჰქვია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პარტიების გაუქმების თვალსაზრისით ბოლო გადაწყვეტილება ნიველირებას ახდენს ამ ქვეყანაში ნორმალური სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების.

„საქართველოს ჰყავს ერთი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, რომელიც ხელს უშლის ქართველ ხალხს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში, ხელს უშლის საქართველოს ევროპულ კავშირში გაერთიანებაში, ცდილობს ქვეყანა გადააქციოს და დაუქვემდებაროს თავის ნება-სურვილს - ეს არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, რომელმაც წამყვანი დემოკრატიული სახელმწიფო გარდააქცია ავტოკრატიულ რეჟიმად.

ხალხის დაპირისპირება ამ ოლიგარქიულ რეჟიმთან და ავტოკრატიულ მმართველთან მოითხოვს ერთიანობას. აქ ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის წევრია, სამოქალაქო აქტივისტი არის, NGO-ში მუშაობს თუ ასე შემდეგ. მთავარია დღეს, როდესაც პოლიტიკური პარტიების გაუქმება განზრახული აქვს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, დავრჩეთ ხალხი როგორც ერთიანი ორგანიზმი და ამ ხალხის სახელით ვებრძოლოთ ამ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, რომელსაც ავტოკრატი მმართველი ჰქვია. არასამთავრობო ორგანიზაციებიც არიან ასევე ამ საზოგადოების წევრები. მარტო პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა არ არის ის, რომ ქვეყანაში ასეთი მძიმე, სავალალო მდგომარეობაა კორუფციის თვალსაზრისით, სოციალური თვალსაზრისით, ემიგრაციული თვალსაზრისით.

საერთოდ დემოკრატიაზე საუბარი აღარ არის. ბოლო გადაწყვეტილება პარტიების გაუქმების თვალსაზრისით საერთოდ ნიველირებას ახდენს ამ ქვეყანაში ნორმალური სოციალური-პოლიტიკური ცხოვრების.

ბუნებრივია, იქნება NGO-ს წარმომადგენელი, სამოქალაქო აქტივისტი, სამოქალაქო მოღვაწე თუ პოლიტიკური პარტია, ყველას ვალი და ვალდებულება არის, რომ ჩაერთოს ამ საერთო პოლიტიკური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ბრძოლაში, იმიტომ, რომ ამას ითხოვს საქართველოს ეროვნული ინტერესი“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.