„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა გაზისა და წყლის ტარიფების დიფერენცირების ინიციატივას აკრიტიკებს და ხელისუფლებას სატარიფო ცვლილებების შეჩერებისკენ მოუწოდებს. ფარულავას განცხადებით, დაგეგმილმა ცვლილებებმა შესაძლოა მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს. მისი შეფასებით, განსაკუთრებით პრობლემური იქნება ინიციატივის ამოქმედება ზამთრის პერიოდში, როდესაც ოჯახებს გათბობისთვის მეტი ხარჯის გაწევა უწევთ. პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს პროექტს, რომლის მიხედვით, სემეკი უფლებამოსილი იქნება 2036 წლის 1-ელ იანვრამდე - წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, ტარიფის დადგენის დროს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებულ მოცულობის მიხედვით განსხვავებული მომსახურების ღირებულება დაადგინოს.