ევროკავშირმა საქართველოში ადგილობრივი თემების დასახმარებლად 38 მილიონი ევროს დაფინანსების პაკეტი გამოყო - Palitra News

ევროკავშირმა საქართველოში ადგილობრივი თემების დასახმარებლად 38 მილიონი ევროს დაფინანსების პაკეტი გამოყო

2026-10-28 16:12:53+04:00

ევროკავშირმა საქართველოში ადგილობრივი თემების დასახმარებლად 38 მილიონი ევროს დაფინანსების პაკეტი გამოყო. თანხა ფერმერების, მცირე და საშუალო ბიზნესის, სოფლად მცხოვრებლების, ქალებისა და გოგონების, ასევე საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების მხარდაჭერას მოხმარდება.