„700 დღე საქართველოსთვის! 700 დღე თავისუფლებისკენ!“ - ემიგრანტების პროტესტი - Palitra News

„700 დღე საქართველოსთვის! 700 დღე თავისუფლებისკენ!“ - ემიგრანტების პროტესტი

2026-10-28 16:13:24+04:00

„700 დღე საქართველოსთვის! 700 დღე თავისუფლებისკენ!“ ამ სახელწოდებით, უცხოეთში მცხოვრები ქართველები საქართველოში საპროტესტო აქციების დაწყებიდან 700 დღეს ეხმიანებიან. საქართველოში საპროტესტო გამოსვლები 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დადგებოდა. საპროტესტო კამპანიის მონაწილეთა მოთხოვნებს შორისაა: საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება, დაკავებული პირების გათავისუფლება და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.