4 ნოემბერს ევროკომისია გაფრთოების ანგარიშს გამოაქვეყნებს, საქართველო ევროინტეგრაციის საკითხზე შეფასებებს ელოდება. ოპოზიციის მოლოდინი პესიმისტურია, ქართული ოცნება კი კვლავ ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს. აქვე გეტყვით, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის 38 მილიონი ევროს დახმარება გამოყო. ევროკავშირის ოფისში განმარტავენ, რომ აღნიშნული თანხა გამოყოფილია ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც საქართველოს ოჯახებსა და ადგილობრივ თემებს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.