საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სხდომა დასრულდა პროცესი ხვალ განახლდება. სხდომაზე კამათი იყო. მწვავე რეპლიკები გიგა ლემონჯავას მიერ ევროპარლამენტის 8 ოქტომბრის რეზოლუციის ხსენებას მოჰყვა, მოსამართლემ მას მოუწოდა, უშუალოდ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ესაუბრა. მანამდე სასამართლოს დარბაზში კამათი გამოიწვია მოსამართლე ევა გოცირიძის კითხვამ - არსებობს თუ არა პარლამენტში შეჭრის მცდელობა“ როგორც სამართლებრივი ტერმინი.რის პასუხადაც, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მაია კოპალეიშვილმა განაცხაა, რომ რჩება შთაბეჭდილება მოსამართლეს კონსტიტუციური სარჩელი სათანადო მიმართულებით არ აქვთ შესწავლილი.