დავით ფეიქრიშვილზე სავარაუდო ძალადობის საქმე - ოჯახი ციხის უფროსის გადადგომასა და გამოძიების გადაკვალიფიცირებას ითხოვს - Palitra News

დავით ფეიქრიშვილზე სავარაუდო ძალადობის საქმე - ოჯახი ციხის უფროსის გადადგომასა და გამოძიების გადაკვალიფიცირებას ითხოვს

2026-10-28 21:00:16+04:00

პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ყოფილი მეუღლე, ანო ანანიაშვილი და დედა ნინო აბრამიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდნენ. დავით ფეიქრიშვილის ყოფილი მეუღლის, განცხადებით, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარება სავარაუდოდ უკავშირდება დავით ფეიქრიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მასზე ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა - ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა ფიზიკურად იძალადა. ოჯახი მოითხოვს, გლდანის ციხის უფროსს, რამაზ ფირცხალავას თანამდებობა დაატოვებინონ. გარდა ამისა, დავით ფეიქრიშვილის ცემის ფაქტზე ძალადობის მუხლით დაწყებული გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს.