რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის, „როს სელხოზ ნადზორის“, წარმომადგენლები ჩამოვლენ. ვიზიტი 2 ნოემბერს დაიწყება და რუსეთში საქართველოდან გასაგზავნი ხილის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემის შესწავლას ითვალისწინებს. რუსული უწყების ცნობით, დელეგაცია იმ ლაბორატორიასაც შეამოწმებს, რომელიც მცენარეულ პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენებს იკვლევს.