4 ნოემბერს ევროკომისია გაფრთოების ანგარიშს გამოაქვეყნებს - რა მოლოდინებია საქართველოში - Palitra News

4 ნოემბერს ევროკომისია გაფრთოების ანგარიშს გამოაქვეყნებს - რა მოლოდინებია საქართველოში

2026-10-29 10:00:49+04:00

4 ნოემბერს ევროკომისია გაფრთოების ანგარიშს გამოაქვეყნებს, საქართველო ევროინტეგრაციის საკითხზე შეფასებებს ელოდება. მოსალოდნელია, რომ ანგარიშში განმეორდეს შარშანდელი შეფასება, რომლის თანახმადაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა „მხოლოდ სახელით“, თუმცა მას კანდიდატის სტატუსი არ ჩამოერთმევა. ოპოზიციის მოლოდინი პესიმისტურია, მათი განმარტებით, გაფართოების ანგარიში იმაზე მეტად მწვავე და კრიტიკული იქნება ვიდრე აქამდე ყოფილა.