იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია ადასტურებს, რომ დავით ფეიქრიშვილი საკანში მარტო არ იყო - Palitra News

იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია ადასტურებს, რომ დავით ფეიქრიშვილი საკანში მარტო არ იყო

2026-10-29 10:01:43+04:00

იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია ადასტურებს, რომ დავით ფეიქრიშვილი საკანში მარტო არ იყო. მისი თქმით, გამოძიება დაადგენს საკანში მყოფი პირების სახელებსა და გვარებს, მათ რაოდენობას და შესახლების მიზეზებს. დავით ფეიქრიშვილის განცხადებით, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მასზე ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა - ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა ფიზიკურად იძალადა. ოჯახი მოითხოვს, გლდანის ციხის უფროსს, რამაზ ფირცხალავას თანამდებობა დაატოვებინონ.