"ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სემეკს უფლებამოსილება ენიჭება, როგორც წყლის, ასევე ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის დიფერენცირებული ტარიფები დაადგინოს. კანონპროექტის ინიციატორები კი განმარტავენ, რომ ცვლილებების მიზანი ენერგორესურსების დაზოგვა და კომუნალური მომსახურების ხელმისაწვდომობის შენარჩუნებაა. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ახალი რეგულაცია განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.