გამომცემლობა პალიტრა L-მა მკითხველს ახალი წიგნი "მარკეტინგი არ მუშაობს" წარუდგინა. დავით ჩქოტუას ეს წიგნი მკითხველს მარკეტინგის სფეროში არსებულ გამოწვევებს რეალურ ქეისებსა და ისტორიებზე დაყრდნობით აცნობს და გადაჭრის გზებსაც სთავაზობს. წიგნის პრეზენტაციაზე სტუმრებმა პანელური დისკუსიები მოისმინეს - ბიზნესის, ტექნოლოგიების, განათლებისა თუ სხვა სფეროების წარმომადგენლებმა ბაზარზე არსებული პრობლემები, გამოწვევები და საჭიროებები განიხილეს.