ცვლილება მიღებულია - გაზისა და წყლის ტარიფი მოხმარებულ მოცულობაზე იქნება დამოკიდებული - Palitra News

ცვლილება მიღებულია - გაზისა და წყლის ტარიფი მოხმარებულ მოცულობაზე იქნება დამოკიდებული

2026-10-29 14:14:37+04:00

ცვლილება მიღებულია - გაზისა და წყლის ტარიფი მოხმარებულ მოცულობაზე იქნება დამოკიდებული. პარლამენტმა დაჩქარებული წესით “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სემეკ-ს ენიჭება უფლებამოსილება როგორც წყლის, ასევე ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის დიფერენცირებული ტარიფები დაადგინოს. მიღებული კანონის თანახმად, სემეკ-ი უფლებამოსილი იქნება 2036 წლის 1-ელ იანვრამდე - წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, ტარიფის დადგენის დროს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ, მოხმარებული მოცულობის მიხედვით განსხვავებული მომსახურების ღირებულება დაადგინოს.