საქართველოში ყოველი მე-4 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს - Palitra News

საქართველოში ყოველი მე-4 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს

2026-10-29 14:16:17+04:00

საქართველოში ყოველი მე-4 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

ამაზე მიუთითებს სოციალური მომსახურებისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. უფრო კონკრეტულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო, სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 219 054 ბავშვი იღებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით კი, ქვეყანაში ამ ასაკობრივი ჯგუფის, ნულად 18 წლამდე პირებზეა საუბარი, 970 609 ბავშვია რეგისტრირებული. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკითვე ირკვევა, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში ფიქსირდება (52 694 ბავშვი). მეორე ადგილზეა ქვემო ქართლის რეგიონი 39 923 ბავშვით, ხოლო მესამეზე - იმერეთი, სადაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 25 356 ბავშვია რეგისტრირებული.