ბაზისბანკის მხარდაჭერით, საქართველომ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა - Palitra News

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საქართველომ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა

2026-10-29 14:17:12+04:00

საქართველომ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას „თბილისის ფინანსურ სამიტს“ უმასპინძლა. მიმდინარე კვირას, თბილისში, რიგით მეორე „თბილისის ფინანსური სამიტი“ გაიმართა, რომელიც ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს. მასშტაბური საერთაშორისო სამიტის მთავარი თემა გახლდათ „რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში“. ამ თვალსაზრისით კი, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, იყოს რეგიონული ეკონომიკური კავშირების გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ქვეყანა.