ლევან ხაბეიშვილი - ელენე ხოშტარია რომ თავისუფლებაზე იყოს, ბევრისგან განსხვავებით, ბათუმში იქნებოდა რუპორით ხელში და კომფორტი არ ექნებოდა ქოცებს „სასამართლოს“ გარეთ, მარტო ააწრიალებდა იქაურობას! ამიტომაცაა მძევალი - Palitra News

ლევან ხაბეიშვილი - ელენე ხოშტარია რომ თავისუფლებაზე იყოს, ბევრისგან განსხვავებით, ბათუმში იქნებოდა რუპორით ხელში და კომფორტი არ ექნებოდა ქოცებს „სასამართლოს“ გარეთ, მარტო ააწრიალებდა იქაურობას! ამიტომაცაა მძევალი

2026-10-29 18:50:11+04:00

ჩემი სოლიდარობა ელენე ხოშტარიას! ნამდვილი მებრძოლი, უშიშარი, შეუპოვარი და გაუტეხელი! უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის საპატიმროდან გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ელენე ხოშტარია რომ ახლა თავისუფლებაზე იყოს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან იქნებოდა „რუპორით ხელში“.

„დარწმუნებული ვარ, ახლა რომ თავისუფლებაზე იყოს, ბევრისგან განსხვავებით ბათუმში იქნებოდა - მიკროფონით, რუპორით ხელში და სულ რომ მარტო ყოფილიყო სიმშვიდე და კომფორტი არ ექნებოდა ქოცებს „სასამართლოს“ გარეთ! მარტო ააწრიალებდა იქაურობას! ამიტომაც არის მძევალი…” - ნათქვამია ლევან ხაბეიშვილის წერილში.