ანა წითლიძე - განხილვამ აჩვენა, რომ არაფერზე არ დგას საკონსტიტუციო სარჩელი გარდა პოლიტიკური მანიპულაციისა და შურისძიებისა - სიმართლე არის ოპოზიციური პარტიების მხარეს, რომელთა აკრძალვასაც რეჟიმი ცდილობს - Palitra News

ანა წითლიძე - განხილვამ აჩვენა, რომ არაფერზე არ დგას საკონსტიტუციო სარჩელი გარდა პოლიტიკური მანიპულაციისა და შურისძიებისა - სიმართლე არის ოპოზიციური პარტიების მხარეს, რომელთა აკრძალვასაც რეჟიმი ცდილობს

2026-10-29 19:34:33+04:00

ერთკვირიანმა არსებითმა განხილვამ რეალურად ანახა ამ სარჩელის სამართლებრივი სრული აბსურდულობა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ანა წითლიძის თქმით, არსებითი განხილვის დროს ნათლად გამოჩნდა, რომ სიმართლე არის იმ ოპოზიციური პარტიების მხარეს, რომელთა აკრძალვასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს.

„ქოცური“ სტანდარტითაც კი იმდენად დაბალი რანგის წარმომადგენლობა ჰყავთ გამოშვებული, რომ ერთკვირიანმა არსებითმა განხილვამ რეალურად ანახა ამ სარჩელის სამართლებრივი სრული აბსურდულობა. ირაკლი ზარქუა და დაჩი ბერაია ბევრად უკეთესად დაიცავდნენ ამ სამართლებრივ აბსურდულობას. განხილვამ აჩვენა, რომ არაფერზე არ დგას ეს სარჩელი გარდა პოლიტიკური მანიპულაციისა და შურისძიებისა. კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს კიდევ უფრო ნათლად ნახავს საზოგადოება, რა ტყუილებზე და ჭორებზე დააფუძნეს საგამოძიებო კომისიის დასკვნა. ძალიან ნათლად ჩანდა განსხვავება, ვის მხარესაა სიმართლე. სიმართლე არის ოპოზიციური პარტიების მხარეს, რომელთა აკრძალვასაც რეჟიმი ცდილობს“, - განაცხადა ანა წითლიძემ.