უკვე შვიდი დღეა, საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებულ სარჩელს განიხილავს. დღევანდელი სხდომა ლელო-ძლიერი საქართველოს ახსნა-განმარტებებით გაგრძელდა. მანამდე, კი კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკუთარი პოზიციები წარმოადგინა.