ქალის ყალბი პროფილებით მამაკაცებს შეხვედრაზე იბარებდნენ და თავს ესხმოდნენ - დაკავებულია 7 პირი - Palitra News

ქალის ყალბი პროფილებით მამაკაცებს შეხვედრაზე იბარებდნენ და თავს ესხმოდნენ - დაკავებულია 7 პირი

2026-10-29 20:53:02+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაჯგუფების წევრები სხვადასხვა სოციალურ ქსელში მდედრობითი სქესის სახელით ყალბ პროფილებს ქმნიდნენ. აღნიშნული ანგარიშების მეშვეობით ისინი მამაკაცებს უკავშირდებოდნენ და გაცნობის საბაბით წინასწარ შერჩეულ ადგილებზე შეხვედრებს უნიშნავდნენ, დათქმულ ადგილზე მისულ პირებს კი ჯგუფურად თავს ესხმოდნენ.