საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა - Palitra News

საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

2026-10-29 20:57:34+04:00

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე აცხადებს, რომ საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმებია მისი თქმით, არც პატიმრობიდან გათავისუფლებას ელოდა. გენერალურმა პროკურატურამ დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დააკავა. უწყების განმარტებით, ჟურნალისტი 2026 წლის თებერვლიდან სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმის გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებდა ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს. ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.