რა გზავნილებს უნდა ელოდოს საქართველო ევროკავშირის გაფართოების წლიური ანგარიშისგან - Palitra News

რა გზავნილებს უნდა ელოდოს საქართველო ევროკავშირის გაფართოების წლიური ანგარიშისგან

2026-10-30 09:20:11+04:00

რა გზავნილებს უნდა ელოდოს საქართველო ევროკავშირის გაფართოების წლიური ანგარიშისგან. „ქართული ოცნება“ დასავლეთის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. მმართველი გუნდის განმარტებით, ევროკომისიის ანგარიში ყოველთვის ტყუილზეა დაფუძნებული, რადგან არ ითვალისწინებს რეალურ მონაცემებს, სადაც საქართველო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც კი უსწრებს. ხელისუფლების ოპონენტებს წელს გასულ წელთან შედარებით, უფრო კრიტიკული ანგარიშის მოლოდინი აქვთ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პარტიების აკრძალვისა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, დასავლეთთან ურთიერთობების დადებითი დინამიკით განვითარება შეუძლებელია. ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს 4 ნოემბერს გამოაქვეყნებს.