გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევა სოფელ თაზაქენდის მიმდებარედ მდინარე მტკვარზე დაფიქსირდა, სადაც მოქალაქემ ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა ხრამულის სახეობის 26 კილოგრამზე მეტი თევზი. ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.