საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა - რა გახდა დაპირისპირების მიზეზი - Palitra News

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა - რა გახდა დაპირისპირების მიზეზი

2026-10-30 15:56:44+04:00

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე მხარეები საკუთარ ახსნა-განმარტებებს დაასრულებენ, ერთი კვირის შემდეგ კი, 9 ნოემბრიდან, მოსამართლეთა კითხვებზე პასუხების ეტაპი დაიწყება. დღევანდელ პროცესზე კი სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ერთმანეთს ჯერ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ ლიდერები დაუპირისპირდნენ, მოგვიანებით კი მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან კამათი „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ბერდია სიჭინავასაც მოუვიდა.