პარტიების აკრძალვის მცდელობა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში - ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტისა და ALDE-ის კრიტიკა - Palitra News

პარტიების აკრძალვის მცდელობა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში - ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტისა და ALDE-ის კრიტიკა

2026-10-30 20:59:49+04:00

საქართველოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხი საერთაშორისო ყურადღების აპიცენტრშია. ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი გმობს „ქართული ოცნების“ მცდელობას, ხუთი ოპოზიციური პარტია აკრძალოს . კომიტეტის შეფასებით ოპოზიციური ხმების აკრძალვა ქვეყანას კიდევ უფრო მეტად უბიძგებს ავტორიტარიზმისკენ. საკიტხს გამოეხმაურა ალდეც. “ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის” კომუნიკაციების ასისტენტი წერს, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა ასობით ათასი ამომრჩეველი გაურკვეველ პოლიტიკურ მდგომარეობაში დატოვოს.