გაზის ტარიფის შესაძლო ზრდაზე მთავრობა სემეკთან კონსულტაციებს მართავს, თუმცა როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, გადაწყვეტილება კომისიის პრეროგატივაა. პარლამენტმა დაჩქარებული წესით “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სემეკს ენიჭება უფლებამოსილება როგორც წყლის, ასევე ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის დიფერენცირებული ტარიფები დაადგინოს