საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სხდომა დასრულდა, პროცესი 9 ნოემბერს კითხვა - პასუხის რეჟიმით გაგრძელდება. სასამართლო დარბაზში საკითხის განხილვა კამათის ფონზე მიმდიანრეობდა. ოპოზიცია მოსამართლეებს პოლიტიკურ მიკერძოებაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, ქართული ოცნება მიიჩნევს, რომ ოპონენტები ტრიბუნიდან პოლიტიკურ შეფასებებს აჟღერებენ.