საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე ორი წლის წინ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გარდაცვლილის დედას, ნინო გვიშიანს შეხვდა. პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ ნინო გვიშიანმა განაცხადა, რომ სიახლე ჯერჯერობით არაფერია. 2 წლის წინ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. თემო ხადურის ცხედარი 2024 წლის 28 აგვისტოს, მდინარე წაჩხურას კალაპოტში ადგილობრივებმა იპოვეს.