უკრაინული მედია - რუსეთის ქალაქ უფაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა - Palitra News

უკრაინული მედია - რუსეთის ქალაქ უფაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა

2026-10-31 14:02:01+04:00

რუსეთის ქალაქ უფაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით დარტყმა ბაშკირეთის რესპუბლიკის დედაქალაქ უფაში მდებარე „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა.

„ტელეგრამ“ არხების ცნობით, იერიშის შედეგად ქარხნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დანადგარს ხანძარი გაუჩნდა.

„ტელეგრამ“ არხი ASTRA წერს, რომ სავარაუდოდ, „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე კატალიზური რიფორმინგის დანადგარი იწვის, რომელიც საწვავის გაწმენდისთვის აუცილებელია.