სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პენიტენციურ სისტემაში არსებულ სიტუაციაზე საუბრობს, მისი შეფასებით დავით ფეიქრიშვილის საქმეზე ამ ეტაპზე გამოძიება მიმდიანრეოს, რომელმაც უნდა დაადგინოს კონკრეტულად რა მოხდა საკანში. ოჯახი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ამ ეტაპზე, დავით ფეიქრიშვილს დაზარალეულის სტატუსი არ აქვს. ოპოზიციური პარტიების შეფასებით, პენიტენციურ სისტემაში, საკმაოდ დიდი პრობლემებია, რომლის დამალვასაც მმართველი გუნდი ვეღარ ახერხებს.