ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე - სასამართლო კითხვა-პასუხის ეტაპზე გადადის, დავას საერთაშორისო გამოხმაურებებიც მოჰყვა - Palitra News

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე - სასამართლო კითხვა-პასუხის ეტაპზე გადადის, დავას საერთაშორისო გამოხმაურებებიც მოჰყვა

2026-10-31 15:29:38+04:00

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის განხილვის პირველი ეტაპი დასრულდა. 30 ოქტომბერს გამართული სხდომის შემდეგ სასამართლო კითხვა-პასუხის ეტაპზე გადავიდა. მოსამართლეები თავდაპირველად კითხვებით მოსარჩელე მხარეს, შემდეგ კი მოპასუხეებს მიმართავენ. პროცესი 9 ნოემბერს, 14:00 საათზე განახლდება და მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე მხარეები პროცესის შეფასებისას კვლავ ურთიერთსაპირისპირო პოზიციებზე არიან. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციამ სარჩელის გასაბათილებლად სამართლებრივი არგუმენტები ვერ წარმოადგინა და სასამართლოს ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს. საპირისპიროს ამტკიცებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო დავას საერთაშორისო გამოხმაურებებიც მოჰყვა.