საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანს საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით სწრაფ წინსვლას თხოვს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის,ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო და აზერბაიჯანი საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, მხარეები აქტიურად იმუშავებენ იმ 15 მონაკვეთზე, რომელთა საზღვრებზეც შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. მათ შორისაა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაც. ოპოზიციას საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე პროგრესის მოლოდინი არ აქვთ, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ აზერბაიჯანი ლიდერი სახელმწიფო გახდა და საქართველოს ხელისუფლებას პოზიციების დაცვა არსად შეუძლია.