ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს - მას მძიმე დანაშაულში ედება ბრალი - Palitra News

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს - მას მძიმე დანაშაულში ედება ბრალი

2026-10-31 15:34:00+04:00

აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ის თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თორმეტი წლის ასაკს მიღწეული ბავშვის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.