21-ე საჯარო სკოლის მშობლები და მასწავლებლები სკოლის შენობის შესახებ გაკეთებული დასკვნის დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ შეფასებას ასაჯაროებენ.
მათივე განცხადებით, დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ვერაფრით მტკიცდება, რომ სკოლის შენობა დემონტაჟს საჭიროებს.
ამასთან, გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხარაულის ეროვნული ბიურო კვლავ განაგრძობს სკოლის შენობის ექსპერტიზას, თუმცა სკოლის საინიციატივო ჯგუფს პროცესში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ.
„გიზიარებთ დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ შეფასებულ დასკვნას, სადაც 5 ძირითადი საკითხი გამოიკვეთა:
დაზიანება არ გაზომილა. დასკვნა მხოლოდ ვიზუალურ დათვალიერებას ეფუძნებოდა. 2023 წელს იმავე ბიურომ იგივე დაზიანება I ხარისხად შეაფასა და შენობა უსაფრთხოდ ცნო. 2026 წელს კი ის II–III ხარისხად შეფასდა, ახსნის გარეშე.
IV კატეგორია გამოთვლის გარეშე მიენიჭა. დადგენილება №161 მოითხოვს დაზიანებული ნაწილის გამოთვლას. ეს არ გაკეთებულა. დაზიანების III ხარისხი პირდაპირ III კატეგორიად იქცა.
გამოყენებულია არასწორი ნორმები. შენობა მსხვილ ბლოკიანია, თუმცა მისი შეფასებისას აგურის შენობისთვის დადგენილი ზღვრები იქნა გამოყენებული. ხუთი შენიშვნიდან ნორმაში საფუძველი მხოლოდ ორს აქვს. ამ ორზე 2023 წელს ბიურომ გამაგრება შემოგვთავაზა.
IV კატეგორიამდე ამაღლება არ არის დასაბუთებული. ეს ნორმა დისკრეციულია. დასკვნა არ შეიცავს გაანგარიშებას, რომელიც მისი გამოყენების აუცილებლობას აჩვენებს.
გამაგრების ვარიანტი არ განხილულა. IV დადგენილება კატეგორიისთვის დემონტაჟის თანაბარ ვარიანტად გამაგრებას უშვებს. გამაგრებისა და ახალი შენობის ღირებულებები არ შედარებულა. ამასთან, დემონტაჟის რეკომენდაციიდან 9 დღეში იმავე ბიურომ დაუშვა შენობის დროებითი გამოყენება და განაცხადა, რომ ის ავარიულ მდგომარეობაში არ არის.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ: ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ შენობა უსაფრთხოა. ჩვენ ვამბობთ, რომ შენობის რეალური მდგომარეობა არცერთ დასკვნაში გაზომვით არ დადგენილა. ბავშვების უსაფრთხოებაზე გადაწყვეტილება, ფაქტებს უნდა დაეფუძნოს და არა ვიზუალურ დათვალიერებას.
15 ოქტომბერს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სადაც ერთი მხრივ მშობლები და სკოლის პედაგოგები, მეორე მხრივ კი განათლების სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები არიან გაერთიანებულნი. ჯგუფის მიზანი თანამშრომლობა იყო, თუმცა სასკოლო საზოგადოების კითხვებს, სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები პასუხებს არ სცემენ. სამხარაულის ექსპერტები სკოლაში მისვლის შესახებ წინასწარ არ გვატყობინებენ, თუმცა შეთანხმება იყო, რომ დათვალიერებას დამოუკიდებელი ექსპერტიც დაესწრებოდა“,- ნათქვამია განცხადებაში.
მშობლები მოითხოვენ ჩატარდეს შენობაში დამოუკიდებელი, ინსტრუმენტული სეისმური შეფასება საერთაშორისო სტანდარტებით.
„ჩვენი მოთხოვნებია: ყველა ექსპერტიზისა და ადგილზე ვიზიტზე ჩვენი ექსპერტის დასწრება; მოთხოვნილი დოკუმენტებისა და ბრძანებების დაუყოვნებლივ მოწოდება; წერილობითი პასუხი სამუშაო ჯგუფში დასმულ კითხვებზე.
მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე არ მიგვიღია შემდეგი დოკუმენტები: განათლების სამინისტროდან:
გადაწყვეტილება სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებასა, სკოლის შენობის დემონტაჟისა და მოსწავლეთა სხვადასხვა სკოლებში გადანაწილების შესახებ;
გადაწყვეტილება სკოლაში სასწავლო პროცესის აღდგენასა და სკოლის შენობის გარე ფასადზე სარემონტო სამუშაოების ჩატარების შესახებ;
გადაწყვეტილება პირველი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ;
ინფორმაცია სკოლის ალტერნატიული შენობის მოძიების შესახებ;
ინფორმაცია ცხინვალის თეატრის შენობის სკოლისთვის გადაცემის შესახებ.
მუნიციპალური განვითარების ფონდიდან:
გადაწყვეტილება სკოლის შენობაზე განმეორებითი კომპლექსური ინსტრუმენტული ექსპერტიზის განხორციელებისას ჩვენი ექსპერტის ჩართვის შესახებ;
სამხარაულის ექსპერტიზისთვის მიწოდებული ტექნიკური დავალება;
ინფორმაცია სკოლის შენობის გარე ფასადზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გაწერილი ეტაპების შესახებ;
პასუხები 2026 წლის 22 სექტემბერს მიწერილ წერილებზე“, -ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2026 წლის 10 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე, №21 საჯარო სკოლის შენობას სრული დემონტაჟი ემუქრებოდა. მშობლების, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და საზოგადოების მწვავე პროტესტის შედეგად, სამინისტრომ სკოლის დემონტაჟი 1 წლით გადადო. თუმცა ახლა უწყებამ საკითხი კვლავ დღის წესრიგში დააბრუნა და ექსპერტები სიტუაციის ახლიდან შესაფასებლად მიიწვია.SS.GEროგორ მოხვდე აქიყიდება 2 ოთახიანი ბინა ჩუღურეთშიიყიდება 5 ოთახიანი კერძო სახლი ჩაქვშიიყიდება მიწის ნაკვეთი წავკისშიიყიდება მიწის ნაკვეთი წყნეთში
თბილისი - ანტალია 227.70 ლარიდანfly.geთბილისი - ჰერაკლიონი 520.90 ლარიდანfly.geთბილისი - ბუდაპეშტი 400.50 ლარიდანfly.geთბილისი - რომი 281.30 ლარიდანfly.geვრცედლება ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის კადრები - ვიდეომ მილიონამდე ნახვა დააგროვაpalitravideo.ge"ავტობუსში, მოულოდნელად ეკრანზე ჩაირთო პორნო, მძღოლმა ქურთუკი დააფარა" - რა მოხდა რუსთავის ავტობუსში?palitravideo.geდღეს, 21:00 სთ-დან, თბილისში 13 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება - ქუჩების ჩამონათვალიpalitravideo.geმამაკაცმა თორმეტ წელს მიღწეული ბავშვის მიმართ სექსუალურად იძალადა - ბრალდებული ბათუმში დააკავესpalitravideo.ge
მსოფლიო31.10.2026 / 16:06აარადოსლავ სიკორსკის განცხადებით, საკონსტიტუციო ტრიბუნალთან განვითარებული მოვლენების ალტერნატივა პოლონეთის საპრეზიდენტო რესპუბლიკად გარდაქმნა იყოპოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, საკონსტიტუციო ტრიბუნალთან განვითარებული მოვლენების ალტერნატივა პოლონეთის საპრეზიდენტო რესპუბლიკად გარდაქმნა იყო.
„გუშინ ღამით ვარშავაში, საკონსტიტუციო ტრიბუნალთან განვითარებული მოვლენები დახვეწილობით არ გამოირჩეოდა, თუმცა ალტერნატივა პოლონეთის საპრეზიდენტო რესპუბლიკად არაკონსტიტუციური გარდაქმნის დაშვება იყო“, - წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.
სიკორსკის თქმით, „პოლონეთს კვლავ პარლამენტის მიერ არჩეული კოალიციური მთავრობა მართავს“.
შეგახსენებთ, პარასკევს საღამოს პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან ერთმანეთს სამართალდამცავები და დემონსტრანტები დაუპირისპირდნენ. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრიბუნალის ვებგვერდზე მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკას ბრძანება გამოქვეყნდა, რომლითაც ტრიბუნალის თავმჯდომარეს, ბოგდან შვეჩკოვსკისა და მის მოადგილეს, ბარტოშ შოჩანსკის უფლებამოსილება შეუჩერდათ.
მოგვიანებით, პლატფორმა X-ზე საკონსტიტუციო ტრიბუნალის გვერდზე განცხადება გავრცელდა, რომ ტრიბუნალის ვებგვერდი მიიტაცეს, ხოლო თავმჯდომარე ბოგდან შვეჩკოვსკი მოვალეობის შესრულებას განაგრძობდა.
პარტია „კანონისა და სამართლიანობის“ ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის მთავრობა ძალის გამოყენებით საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიტაცებაში დაადანაშაულა.
პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. მოგვიანებით, ვითარება კვლავ დაიძაბა მას შემდეგ, როდესაც ადგილზე პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი მივიდა და შენობაში შესვლა სცადა.