ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, სადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ჩვენს გუნდთან ერთად სტამბოლში ჩავედით. წინ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გველის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ვმუშაობთ, რათა ჩვენი ხალხის თავდაცვა, თურქეთთან ორმხრივი პარტნიორობა და რეალური დიპლომატიური პერსპექტივები გავაძლიეროთ“, - წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, რეჯეფ თაიფ ერდოთანთან შეხვედრაზე შავ ზღვაში მიმოსვლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.
„ასევე, დაგეგმილია შეხვედრა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.