საქართველოში უკანონოდ მყოფი 9 ქვეყნის 61 მოქალაქე დააკავეს - Palitra News

საქართველოში უკანონოდ მყოფი 9 ქვეყნის 61 მოქალაქე დააკავეს

2026-10-31 21:38:23+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე დააკავეს. მათ შორის არიან ტაილანდის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ბელარუსის, იორდანიის, ჩინეთის, უზბეკეთის და თურქმენეთის მოქალაქეები. დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით.