ორი დღე ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებამდე - საქართველო ევროინტეგრაციის შესახებ შეფასებებს მოისმენს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნების გამო საქართცველო ისტორიულ შანსს კარგავს. პოზიციურ შეფასებებს არ ელოდებიან არც ხელისუფლებაში. მმართველი გუნდის წევრების თქმით ევროკავშირი საქართველოს მიმართ ორმაგი და უსამართლო დამოკიდებულებით გამოირჩევა.