დონალდ ტრამპი ირანთან ომის მალე დასრულების შესაძლებლობაზე საუბრობს, თუმცა თეირანიდან განსხვავებული გზავნილები ისმის. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ქვეყანა დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის მზად არის, მაგრამ საკუთარ პირობებზე უარს არ იტყვის. მხარეებს შორის მთავარი უთანხმოება კვლავ ბირთვულ პროგრამას, ჰორმუზის სრუტესა და რეგიონში ამერიკის სამხედრო ყოფნას უკავშირდება. მოლაპარაკებების მიუხედავად, კონფლიქტის დასრულების კონკრეტული შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.