ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონმა თბილისის წიგნის დღეებს უმასპინძლა - ადგილზე ათობით გამომცემლობა იყო თავმოყრილი, რომლებმაც მკითხველებს სხვადასხვა სიახლე და შეთავაზება დაახვედრეს - Palitra News

ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონმა თბილისის წიგნის დღეებს უმასპინძლა - ადგილზე ათობით გამომცემლობა იყო თავმოყრილი, რომლებმაც მკითხველებს სხვადასხვა სიახლე და შეთავაზება დაახვედრეს

2026-11-02 09:36:31+04:00

ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონმა თბილისის წიგნის დღეებს უმასპინძლა. ადგილზე ათობით გამომცემლობა იყო თავმოყრილი, რომლებმაც მკითხველებს სხვადასხვა სიახლე და შეთავაზება დაახვედრეს. ბიბლუსი წიგნის დღეებზე მრავალფეროვან შეთავაზებებთან ერთად ახალი კამპანიით იყო წარმოდგენილი. “სახსოვრად ჩემგან” - ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც წიგნის ჩუქებას კიდევ უფრო ემოციურს და განსაკუთრებულს ხდის. მისი მიზანია, წიგნის პირველ გვერდზე დატოვებულმა პატარა გზავნილებმა თუ ხელნაწერმა მიძღვნამ საჩუქარი დაუვიწყარ მოგონებად აქციოს.