ევროკავშირის გაფართოების ანგარიში ორ დღეში გამოქვეყნდება. 4 ნოემბერს - საქართველო ევროინტეგრაციის შესახებ შეფასებებს მოისმენს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" გამო საქართცველო ისტორიულ შანსს კარგავს. პოზიციურ შეფასებებს არ ელოდებიან არც ხელისუფლებაში, თუმცა მიზეზად არა საკუთარ პოლიტიკას, არამედ თავად ევროკავშირის ორმაგი და უსამართლო დამოკიდებულებას ასახელებენ.